რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ანჯელინა ჯოლი უკრაინაში ჩავიდა და ფრონტის ხაზთან მდებარე რეგიონები მოინახულა

ანჯელინა ჯოლი

Legacy of War Foundation-მა 6 ნოემბერს დაადასტურა, რომ ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების სამედიცინო პერსონალს, ოჯახებსა და მოხალისეებს ესტუმრა.

ორგანიზაციის ცნობით, ვიზიტის დროს ჯოლის აჩვენეს, თუ როგორ გადაიტანეს გამაგრებულ მიწისქვეშა თავშესაფრებში უკრაინის სამხრეთ ფრონტისპირა რეგიონებში მდებარე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

"მიკოლაივისა და ხერსონის მოსახლეობა ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, მაგრამ ისინი არ ნებდებიან. იმ დროს, როცა მსოფლიო მთავრობები სამოქალაქო საზოგადოებას ზურგს აქცევენ, ამ ადამიანების სიმტკიცე და ერთმანეთისადმი მხარდაჭერა მართლაც შთამბეჭდავია," აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ Legacy of War Foundation-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სამწლიანი ომის შემდეგ დაღლილობაც ჩანს, მაგრამ აგრეთვე ჩანს მტკიცე ნებაც. ოჯახებს სურთ უსაფრთხოება, მშვიდობა და შესაძლებლობა, რომ საკუთარი ცხოვრება თავიდან მოაწყონ. დიპლომატიამ იარაღისა და ტექნოლოგიების სასტიკ შეჯიბრს ადგილი არ უნდა დაუთმოს," დაამატა მან.

კომენტარები