საქართველო-რუსეთი

ქართულ ოცნებაზე საუბრის დროს შოიგუმ თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უმჯობესდება

სერგეი შოიგუ
CDN

დსთ-ს ქვეყნების უშიშროების საბჭოთა მდივნების შეხვედრაზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩარევებში დაადანაშაულა, გაიმეორა ქართული ოცნების მტკიცება, თითქოს დასავლეთი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას უჭერდა მხარს და დაამატა, რომ მთლიანობაში სამხრეთ კავკასიის მიმართულებით ვითარება "უმჯობესდება". ამას გარდა, მისი მტკიცებით, მოლდოვაში არჩევნები გაყალბდა.

"პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის გამყარების მიზნით დასავლეთის ქვეყნები თავს, ფაქტობრივად, არაფრისგან იკავებენ. მათი უშუალო თანამშრომლობით გაყალბდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში, როცა ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ფაქტობრივად ჩამოართვეს ხმის მიცემის უფლება. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა საშინაო საქმეებში დაუფარავ ჩარევასა და სახელმწიფო გადატრიალების პროვოკაციებზე. ამავდროულად, მთლიანობაში, სამხრეთ კავკასიაში სიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია გააჩნია. ამასთან ერთად, გამოვმდინარეობთ იქიდან, რომ სამშვიდობო პროცესს, პირველ რიგში, რეგიონული განზომილება უნდა ჰქონდეს. ამ კონტექსტში, აუცილებელია საკონსულტაციო რეგიონული ჯგუფის, პლატფორმა 3+3-ის მუშაობის განახლება. დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას, რომელზე შეთანხმებაც ჯერ კიდევ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოხდა." - თქვა სერგეი შოიგუმ.

კომენტარები