აშშ

ჰეგსეთი: ნარკოტიკების გადამზიდ გემზე თავდასხმისას სამხედროებმა ორი ნარკოტერორისტი მოკლეს

პიტ ჰეგსეთი და ჰეგსეთის მეუღლე, ჯენიფერი (უკანა პლანზე)

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის თქმით, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, საერთაშორისო წყლებში ნარკოტიკების გადამზიდ გემზე თავდასხმისას ამერიკელმა სამხედროებმა ორი "ნარკოტერორისტი" მოკლეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ჰეგსეთი აღნიშნავს, რომ "კარტელის არცერთ ტერორისტს არ აქვს შანსი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ".

"დღეს, პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ომის დეპარტამენტმა სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა მიიტანა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ მართულ გემზე. დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში იყო ჩართული, ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტიკები გადაჰქონდა. დარტყმა განხორციელდა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, საერთაშორისო წყლებში. დარტყმის შედეგად აშშ-ს არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა. მოკლულია ორი კაცი, ნარკოტერორისტები, რომლებიც გემზე იმყოფებოდნენ. ჩვენ ვიპოვით და გავანადგურებთ ყველა გემს, რომელსაც აქვს ამერიკაში ნარკოტიკების გადაზიდვის განზრახვა ჩვენი მოქალაქეების მოსაწამლად. სამშობლოს დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. კარტელის არცერთ ტერორისტს არ აქვს შანსი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ". - წერს ჰეგსეთი X-ზე.

კომენტარები