აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, კომპანია UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 პირი დაშავდა.
აფეთქება ადგილობრივი დროით 17:15 საათზე მოხდა.
ადგილობრივი უწყებების ცნობით, მასშტაბური აფეთქების შედეგად რამდენიმე ახლოს მდებარე კომპანიის შენობებიც დაზიანდა. ჯერჯერობით უცნობია თუ ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა აღნიშნულ შენობებში.
ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ სამძებრო სამუშაოებთან ერთად შესაბამისი უწყებები საგამოძიებო ღონისძიებებს უკვე ატარებენ.





