რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას Storm Shadow რაკეტების დამატებითი მარაგი გაუგზავნა

გამოცემა Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანის გასაგრძელებლად Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების დამატებითი მარაგი გაუგზავნა.

ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის Tomahawk-ების რაკეტების გაგზავნა კვლავ გამორიცხა. ბრიტანული წარმოების Storm Shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტები კიევს რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანის საშუალებას აძლევს. 

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ Storm Shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით რუსეთში იერიში ოქტომბერში მიიტანა და ბრიანსკის რეგიონში მდებარე ქიმიურ ქარხანა დაბომბა, რომელსაც მოსკოვის სამხედრო ძალისხმევისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

"განხორციელდა მასშტაბური კომბინირებული სარაკეტო და საჰაერო დარტყმა, მათ შორის, Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, რომლებმაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის დარღვევა შეძლეს. მიმდინარეობს დარტყმების შედეგების შეფასება". - წერდა უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი 22 ოქტომბერს. 

კომენტარები