ახლახან რუსეთმა ხარკოვში საბავშვო ბაღი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, იგორ კლიმენკო საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.
კლიმენკოს თქმით, ამ დროისთვის ერთი დაღუპულისა და შვიდი დაშავებულის შესახებაა ცნობილი.
საბავშვო ბაღიდან ევაკუირებულია 50-მე ბავშვი.
"რუსეთის ქმედებებში არ არის არც პრინციპები, არც წესები - მხოლოდ განადგურება და სიკვდილი.
პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური (СБУ) ერთად აფიქსირებენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების წინააღმდეგ" - დაწერა კლიმენკომ სოციალურ ქსელში.





