ივანიშვილის წარმომადგენელის, მარიამ ლაშხის თქმით, ესტონეთის და ლიტვის მიერ მასზე დაწესებული სანქციების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
"მე პირადად ვარ დასანქცირებული ესტონეთის და ლიტვის მთავრობის მხრიდან. ჩემს პირად საქმეებს რომ გადახედოთ, თუნდაც ესტონეთთან და თუნდაც ლიტვასთან ხელშეწყობის და მეგობრობის განვითარების გარდა სხვა არაფერი გამიკეთებია. მიზეზი, როცა მოვიკითხე, მე მიზეზი ვერ გავიგე. მე ახლა უბრალოდ ვერ მოვიცალე ამისთვის, მაგრამ მინდა რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება. იურისტთან გავისაუბრებ და ამის მიხედვით მოვიქცევი, ალბათ, ჯერ თვითონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება.
[...] ეს არის რეაგირება, მე უბრალოდ მაქვს სურვილი რომ ყველაფერს მოჰყვეს ის... შეიძლება, მე საერთო ჰაერზე ავდგე და ვიღაც გამოვაცხადო ნონ გრატად, ახსნა განმარტების გარეშე და ამის უფლება აქვთ. [...] ჩემი მხრიდან იქნება რეაგირება იმ უსამართლობაზე, რაც არის". - თქვა ლაშხმა TV პირველთან საუბრისას.
ცნობისთვის, ივანიშვილის დეპუტატის, თეა წულუკიანის განცხადებით, რომელიც 15 ოქტომბერს გააკეთა, "ურიგო არ იქნებოდა" თუ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის სანქციები აქვთ დაწესებულები, სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანდნენ.
ესტონეთმა დამატებით 19 ქართველ თანამდებობის პირს სანქციები 18 ივლისს დაუწესა.
სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ივანიშვილის დეპუტატი მარიამ ლაშხი, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრი.
ესტონეთის განცხადებით, საქნცირებული "პირები პირდაპირ ან ირიბად პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე".





