სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც იმედს და არც POSTV-ის არ შეექმნებათ პრობლემები

საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერმინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა საკუთარი თანამდებობიდან. ეს არის კარმა რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს. […] ეს არის, რა თქმა უნდა, ინგლისის სირცხვილი, ბრიტანეთის სერცხვილი, პირადად სტარმერის სირცხვილი, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერმინისტრი.

ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია იმედს და არც ტელეკომპანია POSTV-ის არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება სრულად იქნება დაცული როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებისგან საქართველოში მედიის თავისუფლებაზე. […]

მე დაგპირდით, დაახლოებით 1 წლის წინ, თუ თებერვალში, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას და მედიას არავითარი პრობლემები არ შეექმნებოდა და ეს პირობა შეგისრულეთ. ახლაც ზუსტად ასევე გპირდებით, რომ არც ტელეკომპანია იმედს და არც ტელეკომპანია POSTV-ის არავითარი დანაკლისი არ ექნება და ორივე ტელეკომპანია შეუფერხებლად, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, კომპანია ნესტლემ (Nestlé) შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი პროდუქციის რეკლამა სანქცირებულ, პროპაგანდისტულ TV იმედზე განთავსდა.

კომენტარები