ესტონეთმა დამატებით 19 ქართველ თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე ავრცელებს.
სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ივანიშვილის დეპუტატი მარიამ ლაშხი, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრი.
ცაჰკნას განცხადებით, საქნცირებული "პირები პირდაპირ ან ირიბად პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე".
"საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები და არაპროპორციული სასჯელები მომიტინგეებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და იმ პირობებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან" - აღნიშნა მან.
სანქცირებულთა სრული სია:
1. გალუსტაშვილი, ნინო
2. გიორგი გვარაკიძე
3. ალუდა ღუდაშაური
4. ილია ინჯია
5. ირაკლი ქადაგიშვილი
6. ანი ხუბეჯაშვილი
7. მარიამ ლაშხი
8. გურამ მაჭარაშვილი
9. მარი მეშველიანი
10. ვიქტორ მეტრეველი
11. ჯვებენაჭყებია
12. ნინო სახელაშვილი
13. პაატა სალია
14. თენგიზ შარმანაშვილი
15. ირაკლი შვანგირაძე
16. სოზარ სუბარი
17. ალექსანდრე ტაბატაძე
18. სულხან თამაზაშვილი
19. ნათია ტატიაშვილი





