რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთში ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, სამარის ნავთობის გადამამუშავებელ და ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული გენერალური შტაბი ადასტურებს.

ორენბურგში მდებარე გაზის ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, წინასწარი მონაცემებით დაზიანებული გაზის მიღებისა და გაწმენდის დანადგარი. 

სამარის ოლქში მდებარე ნავთობის ქარხანა 20-მდე ნავთობპროდუქტს აწარმოებს, რომლის დიდ ნაწილს რუსული ჯარი იყენებს.

კომენტარები