17 ოქტომბრის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ოკუპირებულ ყირიმში, გვარდეისკოეს დასახლებასთან ახლოს მდებარე რუსულ ნავთობის ბაზაზე იერიში მიიტანა.
დრონების იერიშის შედეგად ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
წინასწარი მონაცემებით იერიში მიტანილია სააქციო საზოგადოება კედრზე, რომელიც ყირიმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელის, АЗС ATAN-ის მფლობელია. მსგავს ობიექტზე წარმატებულმა იერიშმა შეიძლება ოკუპირებული ნახევარკუნძულისთვის ნავთობის მიწოდების სერიოზული პრობლემები გააჩინოს.
დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, დრონების სამიზნე გახდა ნავთობის ბაზასთან ახლოს მდებარე იარაღის საწყობიც.





