ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად აშშ-ს პრეზიდენტი ადასტურებს.
"პრეზიდენტ პუტინს ველაპარაკები. ხანგრძლივი საუბარი ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც პრეზიდენტი პუტინი, ასევე მეც, საკითხებთან დაკავშირებით საუბრის დასრულების შემდეგ მოგახსენებთ. მადლობა ყურადღებისთვის!". - წერს ტრამპი Truth Social-ში.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს უკრაინის სურვილს, რომ ომში "შეტევაზე გადავიდეს."
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ Tomahawk-ების გარდა უკრაინისთვის სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიცავს ეს.
მანამდე, ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა, პუტინს დაელაპარაკოს და უთხრას: "თუ ეს ომი არ მოგვარდება, მათ [უკრაინას] Tomahawk-ებს გავუგზავნი... შეიძლება გავუგზავნო... Tomahawk შესანიშნავი იარაღია. ძალზე თავდასხმითი იარაღი და, გულწრფელად, რუსეთს ეს არ სჭირდება."





