აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაგეგმილ ხვალინდელ შეხვედრაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს უკრაინის სურვილს, რომ ომში "შეტევაზე გადავიდეს."
"მასთან [ზელენსკისთან] ჩვენ ომის შესახებ ვილაპარაკებთ. მათ იერიშზე გადასვლა უნდათ, ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ მათ იერიშზე გადასვლა სურთ, როგორც იცით. გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს." - თქვა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ Tomahawk-ების გარდა უკრაინისთვის სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას მოიცავს ეს.
თეთრი სახლის მიწვევით ზელენსკი ტრამპს ვაშინგტონში 17 ოქტომბერს შეხვდება, რაც ორი ქვეყნის ლიდერს შორის მეხუთე პირისპირ შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში თეთრ სახლში დაბრუნდა. ზელენსკისა და ტრამპს შორის ბოლო შეხვედრა 23 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გაიმართა.





