აშშ

სამხრეთ კაროლინის შტატში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა და, სულ მცირე, 20 დაშავდა

  Alyssa Pointer for The New York Times

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში, წმინდა ელენეს კუნძულზე მდებარე ბარში მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო, სულ მცირე, 20 დაშავდა. 

ამის შესახებ ბოფორტის ოლქის შერიფის ოფისმა განცხადება გაავრცელა

სამართალდამცავების ცნობით, დაშავებულებს შორის 4 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასწრაფომ სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შერიფის ოფისის მიხედვით, სროლის გარემოებების გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და შესაძლო მსროლელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. 

"ეს ყველასთვის ტრაგიკული და რთული შემთხვევაა. ვითხოვთ თქვენს მოთმინებას, სანამ ამ შემთხვევის გამოძიებას ვაგრძელებთ". - წერია სამართალდამცავთა განცხადებაში. 

კომენტარები