Kyiv Independet-ს წყარო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან (СБУ) უყვება, რომ 11 ოქტომბერს საბრძოლო ფრონტიდან 1 400 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბაშკირეთში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა.
იერიშის სამიზნე Bashnafta-UNPZ-ის ქარხანა იყო ქალაქ უფაში, რომელიც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია. რუსეთის სამხედრო დანაყოფები ამ ლოკაციიდან საწვავითა და საპოხი მასალით მარაგდებიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 11 ოქტომბერს ბაშკირეთში ხუთი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, თუმცა რეგიონულ წარმომადგენლებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შესაძლო იერიშის შესახებ არაფერი უთქვამთ.





