4 ოქტომბერი

სუს-ის წარმომადგენლები ზოდელავასთან და ბურჭულაძესთან ციხეში, გამოკითხვაზე იმყოფებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენლები პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან გამოკითხვაზე არიან შესულები. ინფორმაცია ტაბულას სუს-ში დაუდასტურეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან გამოკითხვაზე პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან, იმავე საქმეზე, რაზეც უწყებაში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულია ბაჩო ახალაიას მეუღლე" - უთხრეს ტაბულას უწყებაში.

ბაჩო ახალიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა დღეს, 10 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

"ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე" - დაწერა ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს სუს-მა განაცხადა, რომ მათ მიერ მიერ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება. მათივე ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში 4 ოქტომბერს "დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო".

საქმეზე ბრალი საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-ს წარედგინა, მასზე სუს-მა ძებნა გამოაცხადა.

კომენტარები