9 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სერბეთმა კურსკის ოლქის განვითარების ფონდში $5.8 მილიონი გადარიცხა.
მოსკოვი ამ ნაბიჯს ერებს შორის "საუკუნოვანი ძმობის" ერთ-ერთ მაგალითად აღწერს და აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დანიშნულების თანხა ფონდში 8 ოქტომბერს გადაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ დახმარების გაცემის შესახებ ბელგრადს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, 2024 წლის აგვისტოში უკრაინამ რუსეთზე უპრეცედენტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც პირველ რამდენიმე თვეში კურსკის ოლქში 1 300 კილომეტრის ტერიტორია დაიკავა.
ოპერაცია აღმოსავლეთ ფრონტიდან რუსული ჯარების ყურადღების გადატანასა და სუმის ოლქში შეჭრასთან დაკავშირებით რუსეთის სავარაუდო გეგმების ჩაშლას ისახავდა მიზნად.
უკრაინის მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსეთმა 2025 წლის ივლისში კურსკის ოპერაციის დროს 80 000 ჯარისკაცი დაკარგა.





