რუსული რეჟიმი

კობახიძე: გჯერათ, რომ იმდენი ადამიანი გამოვა დღეს, ჩვენს მილიონ ამომრჩეველს გადაჩრდილავს?

მშვიდობიანი პროტესტი როგორ შეიძლება მათი წარმატებით დასრულდეს? მშვიდობიან [რევოლუციაში] რას გულისხმობთ? მაგალითად პარლამენტში შეჭრას თუ ეცდებიან ეს მშვიდობიანი იქნება? [...] ხომ არ იქნება მშვიდობიანი? [ჟურნალისტი: არც აპირებენ] აბა ასე იდგებიან და ჩვენ გადავდგებით თუ როგორ წარმოგიდგენიათ? კარგი ახლა, რას ლაპარაკობთ. მაგის გჯერათ ახლა? პაატა ბურჭულაძე რასაც ამბობს ხომ არ შეიძლება ასე გაჰყვეთ.

თქვენ მაგის გჯერათ, რომ იმდენი ადამიანი გამოვა დღეს, რომ ჩვენს მილიონ ამომრჩეველს გადაჩრდილავს? ამის მეასედიც ვერ გამოვა.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები