ივანიშვილის პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრაზე მისულმა ნოშრევან ნამორაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვას დიდ ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით, ასე უპასუხა - "ზრდასრული ადამიანი ვარ სადაც მინდა იქ წავალ, სადაც მინდა იქ ვიქნები, 18 წელს გადავცილდი, ვარ ზრდასრული? სადაც მინდა იქ წავალ."
ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ჟურნალისტმა კითხა დარდობს თუ არა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე?
"თქვენ ნუ დარდობთ ივანიშვილზე, თქვენ იდარდეთ თქვენს მოქმედებებზე. რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა ვიდარდო, იმიტომ რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში და მაგრად უდგას."
დღეს კობახიძე ბიზნესმენებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებითაც ესაუბრა და უთხრა, რომ ის მშვიდად ჩაივლის





