ავერსის დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს ივანიშვილის წარმომადგენელთან, ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს დააზიანებს თუ არა ბიზნესს ივანიშვილის შესაძლო სანქცირება.
კურტანიძის თქმით, კობახიძესთან შეხვედრაზე "ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო საუბარი". მისივე თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ ივანიშვილს დამატებითი სანქციები დაუწესდება
"საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არ უნდა დასანქცირდეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ არანაირი მაგის მოლოდინი არ არის" - თქვა კურტანიძემ.
დღეს კობახიძე ბიზნესმენებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებითაც ესაუბრა და უთხრა, რომ ის მშვიდად ჩაივლის.
ჟურნალისტებმა კურტანიძეს აღნიშნულის შესახებაც ჰკითხეს: "არ მახსოვს, რომ 4 ოქტომბერზე და რაღაცის დაშინებაზე იყო [საუბარი] - თქვა ბიზნესმენმა.
კობახიძე ბიზნესმენებს დახურულ ფორმატში საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციის შემდეგ შეხვდა.





