რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ნავთობის გადამამუშავებელ რუსულ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

დრონების თავდასხმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით არავინ დაშავებულა.

სოციალურ ქსელებში იერიშის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

კომენტარები