25 სექტემბერს, რუსეთმა ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა, დაიღუპა 59 წლის კაცი.
იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობა მიიღო ათმა მაშველმა და ტექნიკის სამმა ერთეულმა.

რუსეთი უკრაინის რეგიონებს ავიაციითა და არტილერიით ყოველდღე ბომბავს.





