რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი ტრამპის პასუხად: რუსეთი ვეფხვი არ არის, დათვია, ქაღალდის დათვები კი არ არსებობენ

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ტრამპის განცხადების პასუხად ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი "ქაღალდის ვეფხვი" არ არის, არამედ დათვია, ხოლო "ქაღალდის დათვები" არ არსებობენ და რუსეთი "ნამდვილი დათვია". 

პესკოვმა ასევე თქვა, რომ პუტინს "მათი დათვი სხვადასხვა ემოციებით არაერთხელ აღუწერია". 

ამის შესახებ პესკოვმა РБК-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა

"რუსეთი არანაირად არ არის ვეფხვი, რუსეთი მაინც დათვთან უფრო ასოცირდება. ქაღალდის დათვები არ არსებობენ და რუსეთი ნამდვილი დათვია. პუტინს ჩვენი დათვი სხვადასხვა ემოციებით არაერთხელ აღუწერია. ამას დამოუკიდებლად გაიხსენებ. აქ ქაღალდის არაფერი არ არის". - თქვა პესკოვმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია. 

კომენტარები