22 სექტემბერს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად კიევის ძალებმა რუსული Be-12 ტიპის ორი ამფიბიური სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურეს. განცხადებაზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ სპეციალურმა დანაყოფმა "Prymary-მა" ისტორიული იერიში 21 სექტემბერს მიიტანა. HUR-ის თქმით, მათ პარალელურ რეჟიმში რუსულ Mi-8 ტიპის ვერტმფრენსაც შეუტიეს.
"ეს Be-12-ზე ისტორიაში პირველად განხორციელებული შეტევაა" - განაცხადა სააგენტომ. Prymary-ის დანაყოფი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსულ სამხედრო ობიექტებზე არაერთ წარმატებულ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი.
საბჭოთა პერიოდში დაპროექტებული Be-12 თვითმფრინავი არის წყლის ზედაპირზე ოპერირებადი, ე.წ ამფიბიური სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აღჭურვილია წყალქვეშა ნავების ლოკაციის დადგენისა და განადგურებისთვის საჭირო მაღალი ხარისხის სისტემით.
21 სექტემბერს, სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ყირიმში სამი რუსული Mi-8 ტიპის ვერტმფრენი და რადარის სადგური გაანადგურეს. იმავე დღეს, საღამოს, უკრაინულმა დრონებმა ნახევარკუნძულზე არსებულ ფოროს კურორტს შეუტიეს, რომელზეც რუსული ელიტის აგარაკები და რეზიდენციებია, რაზეც ინფორმაციას რუსული პროქსები ავრცელებენ.
მანამდე კიევის მიზანი ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული რუსული საზღვაო ნაწილი, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და საჰაერო თვადაცვის რადარის სისტემები იყო.
შეგახსნებეთ, 28 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დაზვერვის სამსახურმა რუსულ სარაკეტო ხომალდზე მიიტანა იერიში, პარალელურად კი ოკუპირებულ ყირიმში რადიო ლოკაციური სადგური C-400 გაანადგურა.





