რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ნორვეგიამ პოლონეთში უკრაინელი სამხედრო ინსტრუქტორების გასაწვრთნელად ბანაკი გახსნა

X

პოლონური მედიის ინფორმაციით, ნორვეგიულმა ძალებმა ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ზღვისგადაღმა მისია წამოიწყო და პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში მოსამზადებელი ცენტრი გახსნა უკრაინელი სამხედრო ინსტრუქტორების გაწვრთნის მიზნით. 

ნორვეგიული ძალების თქმით, ახალი საინსტრუქციო ჰაბი მომავალ უკრაინელ ტრენერებს საბრძოლო ლიდერობას, საბრძოლო სტრესის ქვეშ გამძლეობასა და NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის სისტემების მუშაობას ასწავლის. გავრცელებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე ლიდერობასა და აღჭურვილობაზე გაძლიერებულ კურსებს ასობით უკრაინელი სამხედერო ინსტრუქტორი გაივლის. 

კურსების ფარგლებში ასევე გამოცდიან ახალ აღჭურვილობას რეალურ პირობებში, მათ შორის უპილოტო ტრანსპორტიორებსაც, რომელსაც აღჭურვილობა ბრძოლის ველზე გადააქვს. პროგრამა რაზმის, ოცეულისა და ასეულის დონეზე უკრაინელ მეთაურებზეა გათვლილი. 

მედიაში გავრცელებული ცნობებით, სამხედროები პოლონეთში "კემპ იომსბორგს" აგვისტოდან მოყოლებული აშენებდნენ. არმიის თქმით, აქამდე ნორვეგიის ხელმძღვანელობით წვრთნები ჩრდილოეთ ნორვეგიაში ხდებოდა, მოგვიანებით კი წვრთნებმა უკრაინის საზღვრებს შიგნით გადაინაცვლა. 

კომენტარები