ფულის გათეთრება

ვერაფერს გეტყვით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით - კალაძე $700 მილიონამდე გათეთრების ფაქტზე

კახა კალაძე

"არვიცი, ვერაფერს გეტყვით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ თანხის ძალიან დიდ ოდენობაზეა საუბარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

[...]დაანებეთ თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს, დაელოდეთ გამოძიებას და გამოძიება გასცემს ყველა კითხვაზე შესაბამის პასუხს. ეს ხომ ერთჯერადი შემოტანილი არაა? წლების განმავლობაში შემოდიოდა, როგორც წავიკითხე და მოვისმინეთ. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი." - თქვა თბილისის მერმა კახი კალაძემ, გუშინ, $700 მილიონამდე გათეთრებისთვის დაკავებული პირის საქმეზე. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა 2022-2024 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა 1 პირი - თუმცა მისი ვინაობა განცხადებაში დასახელებული არ არის. 

კომენტარები