რუსული რეჟიმი

დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა - ბოკუჩავა ხოშტარიას დაკავებაზე

ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა.

"ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა, რომელიც არავის ინდობს [...] ელენე ყოველთვის იყო გამორჩეულად მებრძოლი, მართალი და უშიშარი [...] ის სრულიად უკომპრომისოა და ყოველთვის ბრძოლას ირჩევს. ამ რეჟიმს სწორედ ასეთი პრინციპული, უშიშარი, მებრძოლი და მართალი ადამიანების ეშინია". - თქვა ბოკუჩავამ.

ელენე ხოშტარია დააკავეს. შსს მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავება.

კომენტარები