ევროკავშირი-საქართველო

დანია უკრაინულ მედიასთან განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო EU-ს მინისტერიალზე

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინულ გამოცემა Європейська правда-სთან განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2 სექტემბერს კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოებიც ესწრებოდნენ. 

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, საქართველოს დელეგაციის მინისტერიალზე მიწვევას აზრი არ ჰქონდა გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. 

2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამ პირობებში, დანია თვლის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსით საქართველოს მინისტერიალის შეხვედრაზე დაპატიჟება აზრს მოკლებულია" – ამბობენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში Європейська правда-ს კორესპონდენტთან. 

შეხვედრას 2 სექტემბერს, ევროკავშირის პრეზიდენტობის სტატუსის მქონე დანიამ კოპენჰაგენში უმასპინძლა.

კომენტარები