25 აგვისტოს კიევში გამართული ვიზიტის დროს გერმანიის ვიცეკანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა უკრაინისადმი უწყვეტი დახმარების პირობა დადო და დაადასტურა, რომ 2025 და 2026 წლებში გერმანია კიევისთვის დაახლოებით $10.5 მილიარდს გამოყოფს.
"სამ-ნახევარ წელიწადში, რაც ეს ომი მიმდინარეობს, ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებდით, რომ არ ვიმალებით, არამედ უკრაინელების გვერდით ვდგავართ და ეს ასევე უსაფრთხოების გარანტიებსაც შეეხება," თქვა კლინგბაილმა.
გერმანიის ფინანსთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს "ნამდვილად ძლიერი უკრაინული არმია, რომელსაც თავდაცვა შეუძლია." კიევში ვიზიტის დროს კლინგბაილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა.
"მეორე რამ არის ის, რომ შეიარაღების წარმოება აქ უკრაინაშიც იზრდება, რაც უკრაინას აყენებს პოზიციაში, რომ თავი დაიცვას და [აგრესორები] შეაკავოს," დაამატა მან.
"პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის ჩამოშლა შეიძლება მოხდეს. პირიქით: ჩვენ მსოფლიოში უკრაინის რიგით მეორე უდიდესი მხარდამჭერი ვართ, ევროპაში კი - უდიდესი. უკრაინას შეუძლია, გერმანიის იმედი ჰქონდეს." - განაცხადა კლინგბაილმა.
გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მან ასევე დაადასტურა, რომ კიევის მხარდასაჭერად 2025 და 2026 წლებში გერმანია €9 მილიარდის ($10.5 მილიარდი) დახარჯვას გეგმავს.





