უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ხერსონის ყოფილი მერი, ვოლოდიმირ მიკოლაიენკო რუსეთის სამ წელზე მეტხნიანი ტყვეობიდან გათავისუფლდა.
ის ერთ-ერთი იყო 146 ომის ტყვეს შორის, რომელიც უკრაინამ და რუსეთმა 24 აგვისტოს არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით გაცვალეს.
ხერსონის ყოფილი მერი რუსეთის ტყვეობაში 2022 წლის აპრილიდან იმყოფებოდა.
მიმდინარე წლის მაისში უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022-ში მიკოლაიენკომ უარი თქვა ტყვედ გაცვლაზე და ადგილი მძიმედ დაავადებულ ომის ტყვეს დაუთმო. მას შემდეგ რუსულ მხარეს მიკოლაიენკო გასაცვლელთა სიებში აღარ შეჰყავდა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საამიროების "ჰუმანიტარული შუამავლობის ძალისხმევის" შედეგად უკრაინამ რუსეთს 146 ომის ტყვე გადასცა.





