რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით ლვოვზე იერიში მიიტანა.
ბოლო მონაცემებით დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი.
ქალაქის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად დაბომბვის შედეგად დაზიანდა ათობით საცხოვრებელი შენობა.
"ლვოვში ხმაურიანი ღამე იყო. მტერმა შაჰედებითა და რაკეტებით ქალაქზე კომბინირებული იერიში მიიტანა". – წერს ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური მაქსიმ კოზიცკი.

"ყველა სამსახური ადგილზეა! ასევე არის ინფორმაცია ხანძრების შესახებ. ვამოწმებთ. ვამზადებთ საგანგებო სიტუაციების კომისიას". წერს ქალაქის მერი ანდრეი სადავოი.
გარდა ამისა, რუსეთმა ზაკარპატიეს ოლქის ქალაქი მუკაჩევო დაბომბა, რომელიც უკიდურეს დასავლეთში, სლოვაკეთის, რუმინეთისა და უნგრეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.





