რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

EU-ს მხრიდან მხოლოდ ვითარების აგრესიულად დაძაბვას ვხედავთ – ლავროვი

სერგეი ლავროვი
Photo: Handout/RUSSIAN FOREIGN MINISTRY/AFP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთი ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ "ვითარების საკმაოდ აგრესიულად დაძაბვასა" და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციების ცვლილების "მოუხერხებელ და არაეთიკურ" მცდელობებს ხედავს. 

ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა

"ევროკავშირის მხრიდან როგორი დიპლომატიური ნაბიჯები შევამჩნიეთ? სანამ მათ შევაფასებთ, ისინი უნდა ვიხილოთ. ჯერ მხოლოდ ვითარების საკმაოდ აგრესიულად დაძაბვას ვხედავთ, საკმაოდ მოუხერხებელ და არაეთიკურ მცდელობებს, რომ ტრამპის ამერიკული ადმინისტრაციისა და პირადად აშშ-ს პრეზიდენტის პოზიცია შეცვალონ". - თქვა ლავროვმა.

ლავროვი ასევე ირწმუნება, რომ 18 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე ევროპელი ლიდერების მხრიდან "არანაირი კონსტრუქციული იდეა" არ გაუგიათ. 

"როგორც ამას ამ კვირაში ორშაბათს ვაშინგტონში ბატონი ზელენსკის თანხლების დროს დავაკვირდით. იქ ევროპელების მხრიდან არანაირი კონსტრუქციული იდეა არ გაგვიგია". - თქვა ლავროვმა. 

კომენტარები