რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპმა მხარი დაუჭირა NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიის უკრაინაზე გავრცელებას – მელონი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი
 Tom Brenner/AP

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრამ უკრაინაში მშვიდობის იმედი გააჩინა.

"საბოლოოდ გაჩნდა იმედის სხივი უკრაინაში მშვიდობის განსახილველად. იტალია დასავლელ მოკავშირეებთან ერთად საკუთარ წვლილს ასრულებს ". - თქვა მელონიმ.

მელონის თქმით, ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებულ სამშვიდობო ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამასთან, იტალიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ უკრაინას შეეძლება პირობებით და საკუთარ ტერიტორიაზე მოლაპარაკება.

"გადამწყვეტი საკითხი კვლავ უსაფრთხოების გარანტიებია რუსეთის ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად და ეს არის ასპექტი, რომელზეც ყველაზე საინტერესო ამბები დაფიქსირდა ანკორიჯში. მხოლოდ ძლიერი და სანდო გარანტიებია ამ მხრივ ის, რითიც შეიძლება ახალი ომებისა და აგრესიის თავიდან აცილება". - თქვა მან.

როგორც მელონიმ აღნიშნა, ამ მხრივ, პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა იტალიის იდეას NATO-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

მელონის თქმით, ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების პუნქტის განსაზღვრა, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს ისარგებლოს ყველა პარტნიორის მხარდაჭერით, მათ შორის, აშშ-ს მხარდაჭერით, რომლებიც მზად არიან მიიღონ ზომები, თუ მასზე თავდასხმა კვლავ განხორციელდება". - თქვა მელონიმ.

NATO-ს მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის პრინციპი ალიანსის ყველა წევრ ქვეყანას ავალდებულებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთი დაიცვან.

კომენტარები