რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რიაზანის ოლქში სამხედრო ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის რიაზანის ოლქში, სამხედრო ქარხანაში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 130 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ადასტურებს.

მომხდარის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

რიაზანის ოლქში 18 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გუშინ, რიაზანის ოლქში მდებარე დენთის მწარმოებელ ქარხანა Эластик-ში აფეთქება მოხდა, რამაც ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია.

2021 წლის ოქტომბერში ამავე ქარხანაში მომხდარ აფეთქებასა და ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები