უკრაინის ეროვნული გვარდიის 1-ელი კორპუსი აზოვი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მათმა ძალებმა დონეცკის ოლქში პოკროვსკის მიმართულებით რუსი ოკუპანტების წინსვლა შეაჩერეს.
"ბოლო სამი დღის განმავლობაში, თავდახვის ზონაში, პოკროვსკის მიმართულებით, უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი არმიული კორპუსი "აზოვის" ძალებმა, დაკავშირებულ და დაქვემდებარებულ დანაყოფებთან ერთად, მტრის წინსვლა შეაჩერეს." - წერია განცხადებაში.
აზოვის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაათავისუფლეს ჰრუზკეს, რუბიჟნეს, ნოვოვოდიანეს, პეტრივკის, ვესელესა და ზოლოტიი კოლოდიაზის დასახლებები.
აზოვის კორპუსის ცნობით, ამ საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს 271 რუსი სამხედრო, 101 დაჭრეს, 13 კი ტყვედ აიყვანეს.
აქამდე დონეცკის ოლქში ოკუპანტების წინსვლის შეჩერების ცნობა გაავრცელა არმიასთან დაკავშირებულმა უკრაინულმა სამხედრო-ანალიტიკურმა ონლაინპროექტმა Deep State-მაც.





