რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსული ბატალიონის სამეთაურო პუნქტი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალები
ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახური

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, ოლეშეკის რაიონში მდებარე რუსული ბატალიონის სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა.

"უკრაინის საჰაერო ძალების ზუსტი დაბომბვის შედეგად, ოლეშეკის რაიონში, განადგურებულია ოკუპანტების ბატალიონის სამეთაურო პუნქტი". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით ლიკვიდირებული 25 რუსი ოკუპანტი. გარდა ამისა დაიჭრა 11 სამხედრო.

დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, მოკლულები არიან ბატალიონის მეთაური, შტაბის მეთაური, საინჟინრო სამსახურის მეთაური და ერთ-ერთი რაზმის ლიდერი.

კომენტარები