აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი "უფრო ახლოს არიან რუსეთთან".
"ისინი უფრო ახლოს არიან რუსეთთან. დიახ, ისინი უფრო ახლოს არიან რუსეთთან". - ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ.
გუშინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მედვედევის მუქარის შემდეგ "შესაბამის რეგიონში" ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების გადაწყვეტილება ხალხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.
"მუქარა გაჟღერდა და ჩვენი შეფასებით, ეს სრულად შეუფერებელი იყო. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ასე რომ, [წყალქვეშა ნავების გაგზავნის] გადაწყვეტილება ჩვენი ხალხის უსაფრთხოების საფუძველზე მივიღე. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მუქარა გამოთქვა და ჩვენ ჩვენს ხალხს დავიცავთ." - განუცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს.
მანამდე ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ დმიტრი მედვედევის "ძალზე პროვოკაციული განცხადებებიდან" გამომდინარე შესაბამის რეგიონში "ორ ბირთვულ წყალქვეშა ნავს გადაადგილების ბრძანება" მისცა.





