პუტინის რუსეთი

რუსეთში პროპაგანდისტული ТАСС-ის მაღალჩინოსანი აზერბაიჯანში ვიზიტის გამო გაათავისუფლეს

რუსეთში პროპაგანდისტული მედია ТАСС-ის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, მიხაილ გუსმანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მედიის ცნობით, გუსმანის გათავისუფლების მიზეზი მთიან ყარაბაღში გამართულ ღონისძიებაზე დასწრება გახდა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი მასპინძლობდა.

აღსანიშნავია, რომ გუსმანმა, რომელიც ТАСС-ში საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, გასულ თვეში საკუთარ სატელევიზიო გადაცემაში ვლადიმირ პუტინს ინტერვიუ ჩამოართვა.

ივლისის დასაწყისში კი გუსმანი მთიან ყარაბაღში მედია ფორუმს დაესწრო, რომელშიც უკრაინელი ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ, რასაც რუსულ ომის მხარდამჭერ მედიაში მისი კრიტიკა მოჰყვა.

როგორც Reuters წერს, გუსმანმა ფორუმზე აზერბაიჯანი მრავალ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებისთვის შეაქო. ამავე ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინელ ჟურნალისტს უთხრა, რომ ისინი არასდროს არ უნდა შეეგუონ ოკუპაციას.

კომენტარები