პუტინის რუსეთი

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთში დაგეგმილი არჩევნები "გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება"

ვლადიმირ პუტინი 2026 წლის 9 მაისს
Kremlin.ru/e2w

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, დარწმუნებულია, რომ რუსეთში დაგეგმილ არჩევნებზე "კონკურენტული" შეჯიბრი "გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება". სიტყვის დასასრულს მან მმართველ პარტიას არჩევნებში წარმატებები უსურვა. 

ამის შესახებ პუტინმა მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის" ყრილობაზე ილაპარაკა. 

პუტინმა ასევე თქვა, რომ "დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობა" რუსეთის "საზოგადოების მდგრადობის აუცილებელი წინაპირობაა". 

მანვე დაამატა, რომ "არჩევნები კანონთან მკაცრ შესაბამისობაში ჩატარდება" და "ყველა ზომას მიიღებენ", რათა შედეგები "გარეგანი ზემოქმედებისა და მანიპულაციის ნებისმიერი მცდელობისგან დაიცვან". 

"არჩევნები განსაზღვრულ ვადებსა და კანონთან მკაცრ შესაბამისობაში ჩატარდება. ყველა ზომას მივიღებთ კანდიდატების, დამკვირვებლების, ამომრჩევლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შედეგების, სახალხო ნების გარეგანი ზემოქმედებისა და მანიპულაციის ნებისმიერი მცდელობისგან დასაცავად. [...]

დარწმუნებული ვარ, რომ კონკურენტული შეჯიბრი გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება. მოსახლეობის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ჩვენი საზოგადოების მდგრადობისა და ერთიანობის აუცილებელი წინაპირობაა. საარჩევნო პროცესი არის ჩვენი პოლიტიკური სისტემის გამძლეობის შემოწმება". - ირწმუნება პუტინი.

კომენტარები