ავტოსაგზაო შემთხვევა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ბავშვი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა - აქედან 3 ბავშვია.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები