თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ავარიას მოჰყვა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




