ავტოსაგზაო შემთხვევა

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

Tabula

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი რაჟდენ ლეთოდიანი ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

"სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. 

კომენტარები