რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: ტრამპის განცხადებები საკმაოდ სერიოზულია და მათ გასაანალიზებლად დრო გვჭირდება

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი
Ria

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები "საკმაოდ სერიოზულია" და მათ გასაანალიზებლად დრო "უპირობოდ" სჭირდებათ. 

ამის შესახებ პესკოვმა ბრიფინგზე ილაპარაკა.

"აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებები საკმაოდ სერიოზულია. რაღაცები მათში პირადად პრეზიდენტ პუტინს მიემართება. ჩვენ უპირობოდ გვჭირდება დრო, რათა ვაშინგტონში თქმული გავაანალიზოთ". - თქვა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ პუტინი ტრამპის განცხადებების შესახებ კომენტარს თავად გააკეთებს "თუკი და როდესაც" ამას საჭიროდ ჩათვლის

"თუკი და როდესაც პრეზიდენტი პუტინი საჭიროდ ჩათვლის, ის ამას (რედ. - ტრამპის განცხადებას) აუცილებლად დააკომენტარებს. არ მსურს, წინ გავუსწრო მოვლენებს. მოდით, პუტინის გადაწყვეტილებას დაველოდოთ, ამაზე კომენტარს თავად გააკეთებს, თუ არა". - თქვა პესკოვმა. 

პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ X-ზე დაწერა, რომ ტრამპის განცხადება "თეატრალური ულტიმატუმია", რომელიც "რუსეთს არ ადარდებს". 

შეგახსენებთ, რომ აშშ და NATO უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ტრამპის თქმით, ის იმედგაცრუებულია პუტინით, რადგან მას ომის დასრულება არ უნდა. სწორედ ამიტომ, აშშ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს მიაწვდის მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება რუსეთის იერიშების მოსაგერიებლად. 

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ თუკი 50 დღეში შეთანხმება მიღწეული არ იქნება, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ მეორად სანქციებს დააწესებენ.

კომენტარები