12 ივლისს, ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასშტაბური იერიში მიიტანა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ჩერნოვცის ოლქზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 28 წლის ქალი და 43 წლის კაცი. ასევემ, დაშავადა ათამდე ადამიანი.
აფეთქებების ხმა კიევში, კროპივნიცკში, ხერსონსა და ნიკოლაევში ისმოდა.
ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.
თავდასხმის დროს ლვოვში გაშვებული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ჯერჯერობით დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.





