რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

FRANCOIS WALSCHAERTS/AFP

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო ($1.2 მილიარდი) მიიღო, რაც გაყინული რუსული აქტივებიდანაა გამოყოფილი. 

უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან დაფინანსებას "დიდი შვიდეულის" განსაკუთრებული შემოსავლების დაჩქარების (ERA) მექანიზმის მეშვეობით იღებს. ERA ინიციატივის ფარგლებში, მოსალოდნელია, რომ უკრაინა $50 მილიარდის ოდენობის სესხს მიიღებს, რომელიც სამომავლოდ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარება. 

შმიგალის თქმით, ამ სქემის მეშვეობით უკრაინამ მიმდინარე წელს გაყინული რუსული აქტივებიდან უკვე მიიღო $18.5 მილიარდი, რაც სწრაფ აღდგენით პროექტებს მოხმარდა. 

კომენტარები