რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბრეკელმანსი: გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთი უკრაინაში აკრძალულ ქიმიურ იარაღს იყენებს

ნიდერლანდებისა და გერმანიის სადაზვერვო სააგენტოებმა შეაგროვეს მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინაში აკრძალული ქიმიური იარაღის ფართოდ გამოყენების შესახებ, მათ შორის, ჯარისკაცების სანგრებიდან გამოსაყვანად და მოკვლის მიზნით, დრონებიდან მახრჩობელა ნივთიერების ჩაგდების შესახებ.

ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა გაავრცელა და პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

"მთავარი დასკვნა ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ – რუსეთი ახშირებს ქიმიური იარაღის გამოყენებას. ეს გახშირება შემაშფოთებელია, რადგან ის იმ ტენდენციის ნაწილია, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ვაკვირდებით, სადაც რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება სულ უფრო ნორმალიზებული, სტანდარტიზებული და ფართოდ გავრცელებული ხდება". - უთხრა ბრეკელმანსმა Reuters-ს.

გამოცემის ცნობით, მტკიცებულებების შეგროვების შესახებ ინფორმაციას გერმანიის სადაზვერვო სააგენტოც ადასტურებს.

კომენტარები