რუსეთმა ოდესის პორტზე ბალისტიკური იერიში მიიტანა.
დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ორი სირიის მოქალაქე.
დაღუპულთაგან ერთი პორტის თანამშრომელია, ხოლო მეორე – სატვირთო მანქანის მძღოლი.
უკრაინის ვიცეპრემიერის, ალექსეი კულებას თქმით, ისკანდერის ტიპის რაკეტა ერთ-ერთ ნავსაბმელს მოხვდა. დაბომბვის მომენტში უცხოური გემიდან მეტალის ნაპირზე გადმოტანა ხდებოდა.
"რუსეთი უკვე მეოთხე წელია ჩვენს პორტებს ბომბავს. ურტყამს ინფრასტრუქტურას, რომელიც უკრაინას მსოფლიოსთან აკავშირებს. ბომბავს ადამიანებს, რომლებიც კრიტიკული ობიექტების მუშაობას ყოველდღიურად უზრუნველყოფენ, მშვიდობიან მოქალაქეებს. ეს დარტყმა კიდევ ერთი მოწმობაა იმისა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად საექსპორტო მნიშვნელობის სატრანსპორტო კვანძებისა და მშვიდობიანი მოსახლეების სიცოცხლის განადგურებას ცდილობს". – განაცხადა კულებამ.





