ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა. ტაბულას ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
შსს უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაღუპულები მამა-შვილი არიან.
მათი თქმით, არიან დაშავებულებიც. ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





