რუსეთის საოკუპაციო ჯარმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა.
იერიშის შედეგად ქალაქ დნეპრში დაიღუპა 9, 2 დაღუპულია ქალაქ სამარში. ბოლო მონაცემებით, რუსული იერიშის შედეგად დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა ათობით შენობა, მათ შორის 19 საბავშვო ბაღი, 10 სკოლა, ერთი უმაღლესი სასწავლებელი, ერთი მუსიკალური სკოლა, 8 სამედიცინო დაწესებულება.
გარდა ამისა, ერთ-ერთი რუსული ჭურვი სამგზავრო მატარებლის მახლობლად აფეთქდა. უკრაინის რკინიგზის განცხადებით არავინ დაღუპულა.
ადგილობრივი ადმინისტრაციის თქმით, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა თავშესაფრები, რომელთა ნაწილში მოსახლეობამ შესვლა მოასწრო.







