უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ჯარი მომავალში "უბრალოდ ყრუ თავდაცვაში" აღარ იდგება და თავდაცვას საიერიშო მოქმედებებს შეუთავსებს.
"რაც შეეხება ჩვენს გეგმებს და მიზნებს. რა თქმა უნდა უბრალოდ ყრუ დაცვაში არ დავრჩებით. იმიტომ რომ ამას არაფერი მოაქვს და საბოლოო ჯამში მაინც უკან ვიხევთ, ოღონდ ამასთან ერთად ვკარგავთ ხალხს და ტერიტორიებს.
ამიტომ თავდაცვით ქმედებებს აქტიურ თავდასხმით ქმედებებს შევუთავსებთ. ანუ, სადაც შესაძლებელი იქნება მტერზე იერიშს მივიტანთ. შევუტევთ, სადაც მეტოქის დაცვაში სუსტ წერტილებს ვიპოვით". – თქვა სირსკიმ.
სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შექმნა და აძლიერებს მოიერიშე ჯარებს.
"საუბარი ცალკეულ ქვედანაყოფებზე, ლეგიონებზე, რომლებიც კურსკის ოპერაციის დაწყებისთანავე შეიქმნა[...] და ამ მომენტისთვის იბრძვიან ფრონტის ყველა რთულ მონაკვეთზე". – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა.





